|
2022-05-04 18:29:03, 1193 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს
რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს ამჯერად, განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებს. მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან. ჯამში, ტრენინგების შედეგად სასტუმროების 50 თანამშრომელი გადამზადდება. წლის ბოლომდე სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების განრიგი განთავსებულია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე serviceajara.ge. მათში მონაწილეობა უფასოა და მსურველებს დარგისტრირება ონლაინ შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)