|
2022-05-04 15:08:56, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის თავდაცვის შტაბი აცხადებს, რომ ნავთობის საცავის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეროლა
დონეცკში ნავთობის საცავის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის შტაბი ავრცელებს. მათი მტკიცებით, უკრაინელებმა ოთხი დიდი ტევადობის ავზი დაბომბეს, რომელიც 5000 კუბურ მეტრს ნავთობს შეიცავდა. „წინასწარი მონაცემებით, მაკიივკაში ნავთობის საწყობის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა“, - აცხადებს თავდაცვის შტაბი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღნიშნულ ბრალდებაზე ჯერ არ უპასუხიათ. უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ძალები მიზნად ისახავენ აღმოსავლეთ უკრაინის დონესცკისა და ლუგანსკის ყველა რეგიონზე კონტროლის აღებას. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)