22:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 12:16:53, 1952 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებას ახორციელებს

ბელორუსის შეიარაღებულ ძალებში რეაგირებისა და მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მედიის ცნობით, გასულ ღამეს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ვლადიმირ პუტინმა  უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.ქვეყანა რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენა, თუმცა თავად ბელარუსი ძალები, ოფიციალურად, ომში არ ჩართულან.

 „მიმდინარე ღონისძიებები ჯარების მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა და არანაირ საფრთხეს არ უქმნის არც ევროპულ საზოგადოებას, არც კონკრეტულად მეზობელ ქვეყნებს“, - დასძინა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.

შემოწმების დროს შეფასდება სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნამდე მიყვანის, დანიშნულ უბნებზე ლაშქრობისა და საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულების საკითხები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics