22:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 11:12:43, 1511 ნახვა

მსოფლიო
რუსულმა თვითმფრინავმა ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცე დაარღვია

გერმანულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი დააკავეს, როდესაც ის ბალტიის ზღვიდან გერმანიის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა. ამის შესახებ გაზეთი Bild იტყობინება.

 მედიის ცნობით, რუსული ჯაშუშური თვითმფრინავი  საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვის კუნძულ რუგენის მახლობლად იმყოფებოდა, რამაც გერმანიის საჰაერო ძალების განგაში გამოიწვია. საპასუხოდ, ორი Eurofighter ლააგეს საჰაერო ბაზიდან აფრინდა, რათა რუსული თვითმფრინავი  საჰაერო სივრციდან გაეყვანა.

"რუსული Il-20 Kut-A (დაზვერვის თვითმფრინავი) ჩვენი სწრაფი რეაგირების სამსახურმა (QRA) დააკავა ბალტიის ზღვის თავზე, ორი ევროფაიტერი ლააგიდან აფრინდა,''- ამის შესახებ ნატოში გერმანული ძალების  წარმომადგენლობა Twitter-ზე იტყობინება .

 შეგახსენებთ, რომ რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა AN-30 დანიისა და შვედეთის საჰაერო საზღვრები დაარღვია . ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა  რუსეთის ელჩები კოპენჰაგენსა და სტოკჰოლმში გამოიძახეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics