|
2022-05-04 11:00:34, 1023 ნახვა
პოლიტიკა
მაია ბითაძე - არასწორია უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი განცხადებები
არასწორია უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს მოსახლეობის მიმართ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მხარდამჭერი იყოს ყველა პროცესში - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, აქ არის საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეგავლენები, რომლებიც უკრაინაში აქტიურ თანამდებობებს იკავებენ. „კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, გამოვხატო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის დიდი წუხილი იმ სიტუაციის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს გზა ჩვენ გავლილი გვაქვს, ამჟამადაც საომარ მდგომარეობაში ვართ, ცივი ომის მდგომარეობა გვაქვს, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ვის, თუ არა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მათ შორის 2008 წელს თბილისის თავზე რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენა და თბილისის შემოგარენის დაბომბვა. არ მინდა ამ პოლემიკაში შევიდე და გავამძაფრო საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების რეპლიკები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმის. ვფიქრობ, აქ ემოციური ფონიც არის, აქ არის ზეგავლენები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც იქ აქტიურ თანამდებობებს იკავებენ. არ მინდა ზედმეტად ვისაუბრო იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც ახლა აქტიურ ომში იმყოფებიან იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენ ოკუპირებულები ვყავართ. 90-იანი წლებიდან რუსეთი მუდმივი სტრესისა და ომის მდგომარეობაში გვამყოფებს, ვინ, თუ არა ჩვენ, ყველაზე კარგად ვიცით“ - განაცხადა მაია ბითაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)