|
2022-05-04 10:29:48, 1673 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 27 კი დაჭრეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო 27 დაიჭრა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო Telegram-ით ავრცელებს. კირილინკეოს თქმით, მკვლელობები მოხდა რამდენიმე ქალაქში. კერძოდ ავდიივკაში დაიღუპა- 10 ადამიანი, ლიმანში- 5, უგლედარში- 4, ველიკა ნოვოსელკაში- 1 და შანდრიგოლოვოში- 1. „3 მაისს რუსებმა დონბასში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაჭრეს კიდევ 27, რაც ყველაზე მეტი მსხვერპლია ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსებმა დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური. ჩვენს მიწაზე ჩადენილი ყოველი დანაშაულისთვის რუსები დაისჯებიან!“ - განაცხადა კირილენკომ. კირილენკომ ასევე დასძინა, რომ დღეს მარიუპოლში ორი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელი იყო, მაგრამ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)