|
2022-05-03 12:44:55, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - გერმანია სანქციები იქამდე არ გააუქმებს, სანამ რუსეთი უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქამდე არ მოიხსნება, სანამ კრემლი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინმა არასწორად გამოთვალა, როდესაც ფიქრობდა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ხანმოკლე იქნებოდა. ამასთან, სამშვიდობო შეთანხმების პირობებს რუსეთს ახლა უკრაინა უნდა კარნახობდეს. „მან ბოლომდე ვერ დაგეგმა უკრაინაში გატარებული „ოპერაცია“. არ ეგონა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. არ ეგონა, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერდით, რომ ამდენ ხანს გაძლებდნენ... ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციები იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს“, - განაცხადა შოლცმა. გარდა ამისა შოლცმა დასძინა, რომ გერმანია არ ცნობს ყირიმს რუსულად და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტი იყო. შეგახსენებთ, მანამდე გერმანიამ უკვე განაცხდა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ემბარგოს რუსულ ნავთობზე. გერმანიის კანცლერმა ასევე უარი თქვა კიევში ვიზიტზე, რის გამოც ის უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გააკრიტიკა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)