|
2022-05-02 11:19:10, 2145 ნახვა
სამხედრო
43-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომლის საბრძოლო მზადყოფნა შეფასდა. 4-კვირიანი პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელიც შეყოვნების, ბლოკირებისა და რეიდის ფაზებს მოიცავდა. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეფასების პროგრამა სამ ეტაპს მოიცავდა - საშტაბო-სამეთაურო სწავლება (CPX), საველე სწავლება (FTX) და საბრძოლო სროლები (LFX). ქვეითი ბატალიონების წვრთნისა და შეფასების პროგრამას GDRP-T-ის ფარგლებში მომზადებული ცხრავე ქვეითი ბატალიონი გაივლის. 43-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - წვრთნა (GDRP-T) 2018 წელს პირველმა გაიარა. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)