22:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 10:57:02, 1603 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, დანიამ და შვედეთმა მოსკოვიდან ელჩები გაიწვიეს

დანიამ და შვედეთმა რუსეთიდან ელჩები გაიწვია, მას შემდეგ რაც რუსულმა თვითმფრინავებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

როგორც დანიისა და შვედეთის ოფიციალურმა უწყებებმა განაცხადეს, რუსული თვითმფრინავი 29 აპრილს დანიის საჰაერო სივრცეში, კუნძულ ბორნჰოლმის აღმოსავლეთით, შევიდა შემდეგ კი შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„რუსეთმა დანიის საჰაერო სივრცე  დაარღვია. ეს არის სრულიად მიუღებელი და განსაკუთრებით შემაშფოთებელი დღევანდელ ვითარებაში“, - განაცხადა  დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.

შეგახსენებთ, რომ დანია ნატო-ს წევრი ქვეყანაა. ალიანსში გაწევრიანების საკითხს შვედეთში აქტიურად განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics