22:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 10:53:10, 1247 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პირველი ლედი რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება, რათა უკრაინელი ლტოლვილები მოინახულოს

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ამ კვირაში რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება, რათა უკრაინელი ლტოლვილები მოინახულოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მას სურს მხარი დაუჭიროს დევნილ უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც იძულებულნი არიან გაქცეულიყვნენ სისხლისღვრასა და ძალადობას, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი ხუთშაბათს ვაშინგტონიდან გაფრენას გეგმავს , ხოლო ჯილ ბაიდენი, დედის დღეს (8 მაისს) სლოვაკეთში ქალაქ კოშიცეში და სოფელ ვიშნე ნემეცკოეში უკრაინელ დედ-ბავშვებთან ერთად გაატარებს.

გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა , რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში მხოლოდ დროის საკითხია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონგრესმენების მიმდინარე ვიზიტის დროს ბაიდენის ვიზიტის თემა არ განხილულა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნდნენ . ისინი რეგულარულად გაემგზავრებიან ლვოვში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics