|
2022-05-01 15:22:23, 1701 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - უარს ვამბობთ საბჭოთა აღჭურვილობაზე და ნატო-ს მოდელებზე გადავდივართ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, განაცხადა რომ უკრაინა ნატო-ს შეიარაღების გამოყენებას გეგმავს. ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან, გამართა. საუბარი უკრაინის მიერ საბჭოთა შეიარაღების ჩანაცვლებას შეეხო. ”ჩვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი განვიხილეთ. ცხადია, ჩვენ იძულებულნი ვართ მივატოვოთ საბჭოთა იარაღი და აღჭურვილობა და გადავიდეთ ნატო-ს მოდელებზე. მე ასევე ვაცნობე გენერალ მილს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, კერძოდ, იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.“ - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)