|
2022-05-01 14:11:20, 1799 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ძალებმა ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე 40-ზე მეტი რუსი დამპყრობელი და 4 საზენიტო სისტემა გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე გაანადგურეს 40-ზე მეტი რუსი დამპყრობელი, ასევე 4 ერთეული საზენიტო სისტემა. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სამი საზენიტო დანადგარი, Strela-10 საზენიტო სარაკეტო სისტემა, ასევე საკომუნიკაციო მანქანა - სერვერის ოთახი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობით, განადგურდა ზმეინზე მტრის სამიზნეებზე მორიგი თავდასხმის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინიკს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე – გეშტაბში შესასვლელად ემზადებიან. ასევე, საომარი მოქმედებები გრძელდება ნიკოლაევ-ხერსონის მიმართულებით. ისინი აგრძელებენ საარტილერიო და ნაღმტყორცნების შეტევებს. "დრონებით სიტუაციის დაზვერვის ახალი მცდელობებით, მტერმა დაკარგა კიდევ 2 ორლან-10 მიკოლაივის რეგიონში. ჩვენი ქვედანაყოფების დარტყმები დამანგრეველი იყო", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)