|
2022-05-01 11:21:28, 1616 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - ერთგული ვარ ჩემი გადაწყვეტილების, გავაძლიერო უკრაინა და პუტინის მარცხი უზრუნველვყო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აგრესორი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამარცხებაში დაეხმარება. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მორიგი საუბრის შემდეგ, ჯონსონმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინელებისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებას, რათა შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მეთქვა, როგორ გააგრძელებს დიდი ბრიტანეთი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, იმისათვის, რომ უკრაინელებს მივცეთ ის აღჭურვილობა, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდებათ. როგორც არასდროს, ერთგული ვარ ჩემი გადაწყვეტილების, გავაძლიერო უკრაინა და პუტინის მარცხი უზრუნველვყო“, - თქვა ჯონსონმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ , აღნიშნა , რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აქტიური კონფლიქტის ზონებში ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ უამბო. მათ ასევე დეტალურად ისაუბრეს აღმოსავლეთში, სამხრეთსა და მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)