|
2022-04-30 13:30:44, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი აშშ-ს - მოვუწოდებთ ვაშინგტონს შეწყვიტოს პროვოკაციები მასობრივი განადგურების იარაღით უკრაინაში
რუსეთის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს „დაფიქრდეს საკუთარ თავზე“ და უარი თქვას პროვოკაციების მომზადებაზე უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით. დიპლომატების თქმით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარი არის „დადგმული ინციდენტი ყალბი დროშის ქვეშ“, რამაც შეიძლება ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა და ათიათასობით უკრაინის მოქალაქის სიკვდილი გამოიწვიოს. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ჩვენს წინააღმდეგ მორიგი უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებიც გამოთქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსმა, რომლის მიზანი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების დადანაშაულება უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში,“ - აცხადებენ საელჩოში. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით ამზადებს პროვოკაციას მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რათა ამაში რუსეთი დაადანაშაულოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)