|
2022-04-30 11:58:47, 2276 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთის ასეთი ქმედებები ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკეა
პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ორთვიანი შეჭრისას განხორციელებულ გარყვნილებასა და სისასტიკეში დაადანაშაულა და რუსეთის ასეთ ქმედებას ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკე უწოდა. „ვფიქრობ, ჩვენ ბოლომდე არ ვაფასებდით იმ ხარისხს, რომლითაც უდანაშაულო ადამიანებზე, არამებრძოლებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სიცოცხლის სრული უგულებელყოფით განხორციელდა ძალადობა, სისასტიკე და, როგორც ვთქვი, გარყვნილება“ ,- განაცხადა კირბიმ. ამასთან ერთად, კირბიმ აღნიშნა, რომ რთული დასანახია ის თუ რას აკეთებს უკრაინაში, რუსეთის ჯარი და რომ შეიძლება არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც პუტინის ამ ქმედების ახსნას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)