|
2022-04-29 16:30:26, 1636 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებისგან S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა მიიღო, რომელიც ცის დახურვაში დაეხმარება
უკრაინის სამხედრო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა მიიღეს - საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე ასრულებს საბრძოლო მისიებს სამხრეთის რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს. მათი თქმით, მიღებული სარაკეტო სისტემა დაეხმარება უკრაინას დახუროს ცა და დაიცვას თავი საჰაერო დარტყმებისგან. „ჩვენ ვაგრძელებთ ცის დახურვას რუსული საფრთხისგან. პარტნიორი ქვეყნებისგან მიღებულმა საჰაერო თავდაცვის S-300 სისტემამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში. სისტემა უკვე საბრძოლო მისიებში გამოიყენება“,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის S-300 სისტემის გადაცემის შესახებ, 8 აპრილს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა, განაცხადა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)