|
2022-04-29 11:33:43, 951 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე IRI-ის კვლევების შედეგებზე: საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე კარგი საზომია
„ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „IRI"-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა. „ჩემი დამოკიდებულება მსგავს კვლევებთან მიმართებით იცით. არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და, რა თქმა უნდა არც ამჯერად შემიცვლია აზრი. შეგიძლიათ ნახოთ კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული, რას აცხადებდნენ და შემდეგ რა შედეგები დგებოდა არჩევნებზე. ჩემთვის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა. არასდროს გამიწყვეტია კავშირი საზოგადოებასთან, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც საზოგადოების მხრიდან იგრძნობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე და მასში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება", - განაცადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, კვლევების გარეშეც თვალსაჩინო და ცხადია საზოგადოების ნდობა მმართველი პარტიისადმი. „მმართველ პარტიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ხალხზე. შეიძლება, რაღაც შეცდომები ჩვენც გვაქვს, რაღაცის გაკეთება დავაგვიანეთ, მაგრამ არასდროს მიგვიყენებია შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის, არასდროს დაგვიჩაგრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არასდროს წაგვირთმევია. გახსოვთ, წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება იყო ბიზნესის მიმართ, რა ხდებოდა ციხეებში პატიმრების მიმართ. ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)