|
2022-04-29 10:48:24, 1550 ნახვა
ომი უკრაინაში
„რუსეთის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა“ - ეუთო უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას დახურავს
ეუთო დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დახურვისთვის, - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა განაცხადეს. როგორც მარია შმიდმა აღნიშნა, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა რუსეთის ქმედებებმა "სხვა გზა არ დატოვა" „ეუთო დაუყოვნებლივ მიიღებს ოპერატიულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ნაბიჯებს მისიის პასუხისმგებლობით და მინიმალური ხარჯებით დახურვის მიზნით, ხოლო მისიის წევრების უსაფრთხოება მთელ უკრაინაში პრიორიტეტად დარჩება. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით, რათა მივაღწიოთ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. ნაბიჯები მისიის დახურვისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიდმა. ამავდროულად, ეუთო შეეცდება გააგრძელოს თავისი საქმიანობა უკრაინაში არსებული ვალდებულებების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში, რომელიც შედგება შეუიარაღებელი მშვიდობიანი დამკვირვებლებისგან, შეიქმნა 2014 წლის მარტში. მისი მიზანი იყო სიტუაციის მონიტორინგი როგორც დონბასში, ასევე მთელ უკრაინაში. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს, დასავლეთის ქვეყნებიდან ეუთოს დამკვირვებლების 60%-ზე მეტი და უკრაინელი თანამშრომლების 40%-ზე მეტი წავიდა შვებულებაში , მიუხედავად ამისა, მისიამ მუშაობა განაგრძო. მარტის დასაწყისში ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან საერთაშორისო დამკვირვებლების ევაკუაცია მოახდინა. 24 აპრილს ეუთომ გამოაცხადა ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მისი რიგი თანამშრომლების უკანონო დაკავების შესახებ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)