|
2022-04-29 10:07:33, 2384 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ჯარების ნაწილის გაყვანა დაიწყეს
დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ფონზე, რუსეთის ფედერაციამ მარიუპოლიდან ნაწილი ჯარების გაყვანა დაიწყეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე. პენტაგონის ცნობით, ზოგიერთი რუსული შენაერთი ტოვებს მარიუპოლს და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება. როგორც გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსი სამხედროები მარიუპოლს სრულად არ აკონტროლებენ და სწორედ ამიტომ ოკუპანტები აგრძელებენ როგორც სარაკეტო, ასევე საჰაერო დარტყმებს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ თუ ქალაქი მთლიანად იქნა აღებული, არ არის საჭირო მისი დაბომბვის გაგრძელება. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)