|
2022-04-28 11:28:14, 1849 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ევროპის შანტაჟისთვის არა მხოლოდ ენერგორესურსებს, არამედ ნებისმიერი სახის ვაჭრობას იყენებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის შანტაჟისთვის ენერგორესურსებს იყენებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი იარაღად განიხილავს არა მხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერ ვაჭრობას და უბრალოდ ელოდება იმ მომენტს, როდესაც ამა თუ იმ სავაჭრო ზონის გამოყენებას შეძლებს. ამასთან ერთად რუსეთის გადაწყვეტილებამ შეწყვიტოს გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში, აჩვენა, რომ „ევროპაში ვერავინ იმედოვნებს რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნებას,“- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი გაერთიანებულ ევროპას სამიზნედ მიიჩნევს და კონტინენტზე რაც უფრო ადრე შეთანხმდება ყველა, რომ ვაჭრობის საკითხზე რუსეთზე დამოკიდებულები ვერ იქნებიან, მით უფრო მალე მიიღწევა სტაბილურობა შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ბულგარულ „ბულგარგაზსა“ და პოლონურ PGNiG-ს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)