|
2022-04-28 10:39:10, 1996 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ისინი რისკის ქვეშ არიან
ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორ კრის კუნსის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც, რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ საფრთხეებს შეეხებოდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა რისკის ქვეშ არის და ამ გარემოებას ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება. „არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა, თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)