|
2022-04-27 18:55:57, 1804 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სახალხო დამცველი - 11 წლის ბიჭს 5 ოკუპანტი, 10 საათის განმავლობაში აუპატიურებდა.
"11 წლის ბიჭს 5 ოკუპანტი, 10 საათის განმავლობაში აუპატიურებდა..." - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისივე თქმით, რუსი სამხედროების ქმედებები უკრაინაში გენოციდია. "16 ათას დაკარგულ ადამიანს ვეძებთ. ცხელ ხაზზე ყოველდღიურად გვირეკავენ. აქედან 2 000 ჯარისკაცია, დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქეები, უმეტესად მარიუპოლიდან. 780 ათასი ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ასევე ბელარუსსა და ყირიმში. ძალიან ბევრი ადამიანის ბედი არ ვიცით. შესაძლებელია ისინი საფილტრაციო ბანაკში არიან. 780 ათასი ადამიანიდან 160 ათასი ბავშვია. რუსები ახლა ამ ბავშვებს გასაშვილებლად ამზადებენ, ეს უკვე გენოციდია. ამ გზით ეთნიკურობას, იდენტურობას და ერის ფონდს ანადგურებენ. ეს გენოციდია." - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)