03:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 14:56:52, 1780 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინა საჰაერო სივრცის დიდ ნაწილს აკონტროლებს

უკრაინა საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების შეფასებით,რუსეთმა ვერ შეძლო  ქვეყნის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის სისტემის განადგურებას. მათი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამხედრო ძალებისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მიზნობრივ განადგურებას ქვეყნის მასშტაბით.

„რუსეთის საჰაერო აქტივობა ძირითადად ორიენტირებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე, სადაც რუსეთის სახმელეთო ძალები არის განლაგებული,"- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

 ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რუსეთი , სავარაუდოდ , უმართავ ბომბებს იყენებდა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რისკს ზრდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics