|
2022-04-27 13:22:09, 1704 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - პუტინი „პრინციპში“ თანახმაა, წითელ ჯვართან ერთად, აზოვსტალის სამოქალაქო ევაკუაციაში ჩავერთოთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „პრინციპში“ დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის (ICRC) ჩართვას უკრაინის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სპიკერი, სტეფან დუჟარიკი, ავრცელებს. სპიკერის თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ჰუმანიტარული დახმარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობები განიხილა. ,, ვისაუბრეთ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებული ვითარების შესახებ, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იმყოფება.პრეზიდენტი პრინციპში დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში “, - ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემდგომი დისკუსიები გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის გაიმართება, ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)