|
2022-04-27 13:42:28, 2894 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას რვა ჯავშანმანქანას გადასცემს
კანადა უკრაინას დასახმარებლად რვა ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი Twitter-ზე ავრცელებს. „დღეს ვაცხადებთ, რომ კანადამ გააფორმა კონტრაქტი რვა ჯავშანმანქანაზე, რომელიც წარმოებულია Roshel-ის მიერ და მათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით,“ - წერს ანანდი. თავდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ კანადა გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას უკრაინის ძალებს მიაწოდა M777 ჰაუბიცები, ასოცირებული საბრძოლო მასალა და კარლ გუსტაფის იარაღი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)