|
2022-04-27 11:18:02, 2863 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - რუსეთმა 1300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ამ ტიპის იარაღის მარაგი განახევრებულია
რუსეთმა უკრაინაში 1300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ამ ტიპის იარაღის მარაგი განახევრებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს. მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისთვის საბრძოლო რაკეტების წარმოება გართულებულია, რადგან ამ ტიპის შეიარაღებისთვის კუთვნილი კომპონენტები და ნაწილები იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნებიდან. დასავლური სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ეს პროცესი შეაფერხა. „ჩვენი მონაცემებით 24 თებერვლის შემდეგ, მათი მარაგი უკვე განახევრდა.დაახლოებით 1000-ზე მეტი რაკეტა მათ უკვე გამოიყენეს, უფრო ზუსტად, 1300-ზე მეტი რაკეტა. თუ ჩავთვლით, რომ მათი მარაგი განახევრებულია, შეგიძლიათ დაახლოებით გამოთვალოთ რამდენი რაკეტა დარჩა, უკრაინის პოზიცია მკაცრი და ურყევია და არაერთხელ გაჟღერდა: არავინ აპირებს დანებებას და კაპიტულაციას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას შეუძლია დასავლური სამყაროს დახმარების იმედი ჰქონდეს, ”- განაცხადა მალიარმა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად განიხილავს ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში, რაც არის აშკარა შანტაჟი და მთელი მსოფლიოს დაშინების მცდელობა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)