|
2022-04-26 22:01:52, 1942 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ
მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინამ სასწრაფოდ მიიღოს მისთვის საჭირო ყველა დახმარება. "ქვეყნები მთელი მსოფლიოდან აქტიურობენ, რათა უკრაინას მიაწოდონ სასწრაფო საჭიროებები. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასპინძელ გერმანიას, მინისტრ ლამბრეხტს, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 50 გეპარდის ტიპის ტანკს გადასცემს, გუშინ ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით ანტისაჰაერო აღჭურვილობას გაუგზავნის, დღეს კი კანადამ განაცხადა, რომ უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გაუგზავნის. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ". - თქვა ოსტინმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)