|
2022-04-26 16:10:56, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიკოლაევის მერი - ქალაქის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან თავდასხმის ან ალყისთვის ემზადება
ქალაქის ხელისუფლება ემზადება რუსეთის თავდასხმისთვის ან ქალაქის ალყისთვის. - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის მერი ავრცელებს. მისივე თქმით,მოსალოდნელი თავდასხმის წინ ხელისუფლება, სამხედროებთან ერთად, ამზადებს თავდაცვით სტრუქტურებს, როგორც ქალაქის სიახლოვეს, ასევე ქალაქის შიგნით. "ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყირიმის გავლით ახდენს იარაღს და სამხედრო რესურსების გადმოსროლას. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აგროვებენ თავს უყრიან ამ ყველაფერს ხერსონის რეგიონში. დიახ, ჩვენ ველოდებით ქალაქ ნიკოლაევზე თავდასხმას ან ალყას,"- განაცხადა მერმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)