|
2022-04-26 14:34:31, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - ლეგიტიმურად ჩავთვლით, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს ჰეპიმ, მხარი დაუჭირა უკრაინის უფლებას განახორციელოს თავდასხმები რუსეთზე და განაცხადა რომ ბრიტანეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მათი იარაღის გამოყენება ამ მიზნით. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა გააფრთხილა ნატოს ქვეყნები, შეეწყვიტათ უკრაინის შეიარაღება,მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის მოტივით. „ფაქტია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა თავისი მფლობელის საზღვრებში და შემდეგ სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა დაერღვია ეს საზღვრები და 130,000 ჯარისკაცი შემოეყვანა მათ ქვეყანაში.მან დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ხოლო ომში უკრაინას სჭირდება ოპონენტების სიღრმეში შეტევა, რათა შეუტიოს მის ლოჯისტიკურ ხაზებს, საწვავის მარაგებს, საბრძოლო მასალის საცავებს და ეს არის საომარი მოქმედებების ნაწილი,"- განაცხადა ჯეიმს ჰეპიმ. მან დასძინა, რომ სრულიად ლეგიტიმურია უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დამიზნება, სამხედრო ლოჯისტიკის ჩაშლის მიზნით, რომელიც, პირდაპირ ხელს უწყობს უკრაინის მიწაზე მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)