|
2022-04-25 19:49:29, 1794 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთს აქვს რესურსი ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს
ყველაფერი გააკეთეთ, რათა მოქალაქეებმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთს აქვს რესურსი ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს. "ახლა ჩვენი მთავრობა რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის მაშტაბურ ზომებზე მუშაობს და უნდა მივაღწიოთ, რომ სოციალური დახმარების მექანიზმებმა შეუფერხებლად იმუშაოს ყველა დონეზე. ვისაუბროთ, მათ შორის პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზე. რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს". - თქვა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის აგრესიას უკრაინაში ევროპისა და აშშ-ს მხრიდან მძიმე ეკონომიკური სანქციები მოყვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)