|
2022-04-24 11:46:49, 1614 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 213 ბავშვი დაიღუპა, 389 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 213 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 389 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს . 23 აპრილს, აგრესორის მიერ ოდესის საცხოვრებელი რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა დედა 3 თვის ჩვილთან ერთად; 23 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი გოგონა - დონეცკის დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები; 23 აპრილს, მიკოლაევის ოლქში, სოფელ ნოვოკიევკაში 9 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა დაშავდნენ რუსლი ნაღმების აფეთქების შედეგად; 22 აპრილს, ზაპოროჟიეს ოლქში, ვასილივკას რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა; 22 აპრილს, კიევის ოლქში, ბუჩას რაიონში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიების დროს, 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)