00:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-24 09:37:55, 1608 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - აი ასეთი აღდომა გვაქვს, 8 ადამიანი და 3 თვის ბავშვი მოგვიკლეს

აი ასეთი აღდგომა გვაქვს, 8 ადამიანი და 3 თვის ბავშვი მოგვიკლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, ოკუპანტევმა 7 რაკეტა ისროლეს მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მისამართით.

7 რაკეტა ისროლეს - აი ასეთი აღდგომა გვაქვს. რაკეტები ესროლეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ. ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 18 თუ 20 დაშავდა. დაღუპულებს შორის 3 თვის ბავშვია. 3 თვის ბავშვი მოკლეს. როცა ომი დაიწყო, ეს ბავშვი 1 თვის იყო. რა ხდება საერთოდ? ნაძირალები - სხვა რა სახელი უნდა შევარქვა. სხვა სიტყვები უბრალოდ არ არსებობს. ნაძირალები არიან. ამ დღეებშიც კი, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ღმერთისგან არიან?! რა ფასეულობებზე საუბრობენ, რა რუსული მშვიდობა?"  - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics