|
2022-04-23 13:58:54, 2947 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედიის იფორმაციით, მოსკოვი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, კრემლის პროპაგანდისტული არხებით, შეერთებული შტატების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რათა, თავის მხრივ, მომავალში საკუთარი ქმედებების გამართლება შეძლოს. აღნიშნული ინფორმაცია პუტინის მიერ კონტროლირებად არხ Russia Today-ზე გამოჩნდა. თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, სავარაუდო სამი სცენარი, რომელსაც ამერიკელები უკრაინის ქალაქებში ამზადებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აშშ-მ შეიძლება გამოიყენოს „დადგმული ინციდენტი“ ყალბი დროშის გამოყენებით. განიხილება სამი სცენარი, რომელსაც ამერიკელები უკრაინის ქალაქებში ამზადებენ. შეტევის განსახორციელებელ პირველ ობიექტებს შორის არის ხარკოვისა და კიევის რადიაციისთვის საშიში ზონები. მათ შორის თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურებზე. დამპყრობლების მიერ გაჟღერებული მეორე დასაშვები სცენარის მიხედვით, შესაძლებელია მასობრივი განადგურების იარაღის „მცირე მოცულობით“ დარტყმა უკრაინული ძალების წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით, რომელთა შორის არის მარიუპოლიც. ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსები ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას ღიად ბრძოლის ველზე სლავიანსკსა და კრამატორსკში განიხილავენ. შეგახსნებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირიბად მიანიშნა, რომ მის სახელმწიფოს მომავალში უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მსოფლიოს აგრესორი ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღით დარტმისთვის მზადყოფნა მოუწოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)