|
2022-04-22 20:45:55, 1780 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი - მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნები სასწრაფოდ უნდა შეიქმნას
მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნები სასწრაფოდ უნდა შეიქმნას . - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. მისივე თქმით, მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმები უნდა დასრულდეს . "უკვე 4 კვირაა, რაც მსოფლიო მოწმეა რუსეთის მიერ მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმებისა, რომელიც ქალაქის ფართომასშტაბიან განადგურებას იწვევს, მათ შორის, ჩადენილია სისასტიკეები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქალაქის "გათავისუფლების" დამახინჯებული საბაბით", - ამბობს ბორელი. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)