|
2022-04-22 00:55:18, 1546 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 2012 წელს, საქართველოს ჰქონდა მთლინად დამანხინჯებული კონსტიტუცია, რომელიც 2010 წელს მოარგეს სააკაშვილის ინტერესებს
2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანას ჰქონდა მთლიანად დამანხინჯებული კონსტიტუცია, რომელიც 2010 წელს მოარგეს სააკაშვილის ინტერესებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა. „შესაბამისად, მათ მიიღეს ახალი, დაუბალანსებელი კონსტიტუციური სისტემა, აბსოლუტურად ჰიბრიდული მოდელი, ნახევრად საპრეზიდენტოს და საპარლამენტოს შორის. მთავარი ინტერესი ნათლად იკვეთებოდა - პრემიერი ყოფილიყო ამ სისტემაში ხელშეუხებელი, დარღვეულიყო მთლიანად საპარლამენტო დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები იმ მოდელში, რომელიც 2010 წელს მიიღეს და რომელიც 2013 წელს, სააკაშვილისთვის, როგორც პრემიერისთვის უნდა ამოქმედებულიყო. ეს ვერ მოახერხეს, არ დაცსალდათ, იმიტომ რომ შეიცვალა პოლიტიკური მოცემულობა, მაგრამ კონსტიტუცია დარჩა ისეთად, როგორც მათ მიიღეს. მესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი პრინციპული ამოცანა ჩვენთვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია. დღეს თუ გადახედავთ კონსტიტუციის ტექსტს, ნახავთ, რომ ეს დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო და უმაღლეს სტანდრატებთან. ყველა ნორმა ცალ-ცალკე თუ ერთობლიობაში კომპლექსურად შეგვიძლია გავიაზროთ და რეალურად ამ დოკუმენტს ხინჯი არა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩამოყალიბებულია ხელისუფლების დანაწილების ევროპული სისტემა და საპარლამენტო დემოკრატიის სრულად ევროპული სისტემა.
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)