|
2022-04-21 14:45:50, 1366 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი და UNDP-ი ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას იწყებენ
ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, ინიციატივა 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პირველ ნაკადზე პროექტი ინოვაციური იდეებით სავსე 20 ქალ მეწარმეს უმასპინძლებს. 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. გარდა ამისა, www.businesscourse.ge-ზე მინიმუმ 3 კურსის გავლის შემთხვევაში, ისარგებლონ გრანტის მიღების შესაძლებლობით. „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ წინასწარი მოკვლევების საფუძველზე, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს გააერთიანებს და მათ ბიზნესის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ბიზნესუნარებისა, პროგრამა მონაწილეებს ფსიქოლოგებისა და ქოუჩების ჩართულობით პიროვნული უნარების განვითარებაშიც დაეხმარება. დარწმუნებული ვართ, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი ბენეფიციარების გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო წარმატებაში,“ - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3jTZi6H
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)