|
2022-04-21 14:48:37, 1526 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა
ესტონეთმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები ოფიციალურად აღიარა უკრაინელი ხალხის გენოციდად. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. გადაწყვეტილებას პარლამენტის 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ესტონეთის პარლამენტი (რიიგიკოგუ) აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად და ამისკენ მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. „რუსეთის ფედერაციამ, ჩაიდინა მასობრივი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ ქალაქ ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში, ისევე როგორც უკრაინის ბევრ სხვა დასახლებაში. მკვლელობები, გატაცებები, გადასახლებები, პატიმრობა და გვამების შეურაცხყოფა,“ - ნათქვამია განცხადებაში. რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს მხარი დაუჭიროს რუსული დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავეთა დევნას და ამ მიზნით შექმნას საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, შეაჩერონ ენერგო ვაჭრობა, ასევე დაუყოვნებლივ გაზარდონ უკრაინის სამხედრო და კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარება. შეგახსენებთ, რომ ესტონეთში მესაზღვრეებმა აქტიურად დაიწყეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი სიმბოლოების გამოყენება ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)