|
2022-04-20 20:42:58, 2111 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური - ვითხოვთ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მარიოპოლიდან გაყვანას
ვითხოვთ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცესს - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინა აცხადებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და მათი აქტიურობის საფუძველზე მიიღწევა. "ვითხოვთ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცესს. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ ჯერ კიდევ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. ჩვენ არ ვენდობით რუსებს, გარანტიისთვის ჩვენ სხვა ქვეყნები გვჭირდება. მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“. - ამბობს ვოლინა. შეგახსენებთ,რომ რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტი დაარღვია, რაც ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარება მოჰყვა. ომს დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)