|
2022-04-20 18:44:08, 1572 ნახვა
ომი უკრაინაში
მიხაილ პოდოლიაკი- უკრაინამ რუსეთისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წინადადებები მიიღო და მათი შესწავლა დაიწყო
უკრაინულმა მხარემ რუსეთისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წინადადებები მიიღო და მათი შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ადასტურებს. ”უკრაინამ სტამბოლის რაუნდის ფარგლებში ოპონენტებს წარუდგინა თავისი წინადადებები ფორმულირებული გადაწყვეტილებების შესახებ. კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. როგორც ჩვენს ქვეყანაზე შემდგომი თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა. რუსულმა მხარემ შეისწავლა წინადადებები და გამოთქვა თავისი საპირისპირო პოზიციები. ახლა ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ და გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის“ , - აღნიშნა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი "მკაფიო ფორმულირებით" გადასცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)