|
2022-04-19 19:37:19, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა კიევის რეგიონში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
კიევის რეგიონში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსული აგრესიის შედეგად, აბსოლუტური უმრავლესობა დახვრიტეს, ხოლო ცხედრების პოვნა გრძელდება. - ამის შესახებ, კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „რუსეთის აგრესიის შედეგად კიევის რეგიონში უკვე დაიღუპა 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე“. - აცხადებს პოლიციის მაღალჩინოსანი. მისი თქმით, მხოლოდ ბუჩაში 420-ზე მეტი ცხედარი უკვე ნაპოვნია. "ცხედრების პოვნა გრძელდება, როდესაც ადამიანები სახლში ბრუნდებიან და მიცვალებულებს სახლში, სარდაფებში ან ჭებში პოულობენ. მხოლოდ ერთ დღეში სამართალდამცავებმა დაათვალიერეს და 48 ადამიანის ცხედარი კიევის მორგებში გადაასვენეს." - აღნიშნავს ანდრეი ნებიტოვი. გარდა ამისა, ნებიტოვის თქმით, მხოლოდ აპრილში დაფიქსირდა დაშავებისა და გარდაცვალების 12 შემთხვევა, რომლებიც აფეთქდა ოკუპანტების მიერ დატოვებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)