|
2022-04-19 18:32:04, 2615 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა აზოვსტალთან მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბომბი ჩამოაგდეს , ნანგრევების ქვეშ მოყოლილია 300 ადამიანი
რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის მახლობლად მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მძლავრი ბომბი ჩამოაგდეს. ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა და ბიზნესმენმა სერგეი ტარუტამ განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოს გადარჩენილ ნაწილში დამცველები დაიჭრნენ და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ. შეაჩერეთ გენოციდი მარიუპოლში! პოლიტიკოსებო, ლიდერებო, მსოფლიოს ხალხო, შეაჩერეთ ეს გენოციდი!“ , - წერს ტარუტა შეგახსენებთ, რომ რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დღეს განახორციელეს, სადაც დაახლოებით ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა. მათ შორის ბავშვები. აზოვსტალის ტერიტორიას უკვე რამდენიმე კვირაა ადგილობრივები თავშესაფრად იყენებენ. ამასთან ერთად, უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინა რაღაც მომენტში შეძლებს მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)