13:52 - 24 Jul, 2026
|
2022-04-19 15:26:45, 1177 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი საძაგლიშვილი: ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკვე მეოთხე თვეა სააკაშვილთან არ დაუშვიათ პირადი ექიმი და ასევე არ უშვებენ კონსილიუმის წევრებს. „ბუნებრივია ეს მოუთითებს ხელისუფლების ნებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. საერთაშორისო ასპარეზზეც, მათ შორის, ისეთ მაღალ ტრიბუნაზე როგორიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე.“- განახადა საძაგლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)