|
2022-04-19 14:28:58, 1152 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „მთავარ არხს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ და ალბათ რუსული პროპაგანდით მუშაობას გააგრძელებენ
„მთავარ არხს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ და ალბათ რუსული პროპაგანდის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საფრთხეს არ წარმოადგენს პრორუსული არხი „ალტ-ინფო“ და „ობიექტივი“, რადგან მათი სატელევიზიო გავლენა არ არის მნიშვნელოვანი და დაბალი რეიტინგი აქვს. "რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, არ ვიცი ახლა, მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს ჩვენ ვერ დავხურავთ და ალბათ რუსული პროპაგანდის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ. ჩვენ ვიცით, რეალურად პრობლემა სად არის. თუ რომელ ტელევიზიებს აქვთ გავლენა და თავის ფარგლებში ეს გავლენიანი ტელევიზიები როგორ აწარმოებენ იმ პროპაგანდას, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ესენია ზუსტად ეს სამი არხი და ჩვენ არ გვაქვს მაინცდამაინც სერიოზული ბერკეტები, რომ ჩავერიოთ. ხოლო რაც შეეხება ალტ-ინფოს, გავლენა არის მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური, ისე სატელევიზიო. მათი გავლენა რომ ავიღოთ და ასევე ავიღოთ ამ სამი პრორუსული ტელევიზიის, მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის რეიტინგები, პარტიული და სატელევიზიო რეიტინგები, არის ცა და დედამიწა. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში რამე არის სატელევიზიო მედია პრობლემა, არის სწორედ ეს არხები. არის სხვა ტელევიზიაც, იგივე ობიექტივი, რომელიც ასევე თავის პარტიასთან ერთად დაკავებულია რუსული პროპაგანდით. თუმცა, ჩვენი მმართველობის დროს, პრორუსული ძალების გავლენები რამდენჯერმე შემცირდა". - ამბობს ირაკლი კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)