|
2022-04-19 11:21:17, 1815 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი- რუსეთის თავდასხმის მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა
რუსული ძალების მიერ განხორციელებული „დარტყმის“ მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და არტილერიის მოძრაობას დონბასსა და სამხრეთით. განსაკუთრებით კი მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქის შიგნით“, - აღნიშნა კირბიმ. სპიკერის თქმით, რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად უკრაინელები მაინც ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას. „რუსები აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ "ფორმირებას" ვუწოდებთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის პირობებს იქმნიან“, - დასძინა კირბიმ. ცნობისთვის, 18 აპრილს ცნობილი გახდა ომის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, დამპყრობლები ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა. რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ადრე ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე. პარალელურად გრძელდება მარიუპოლის ბლოკადა და დაბომბვა, ასევე რუსული სარაკეტო თავდასხმები სხვა ქალაქებზე.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)