14:56 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 10:48:17, 922 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა" და რუმინეთის ფოსტას „Posta Romana"- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას", რუმინეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა" და რუმინეთის ეროვნულ ოპერატორს „Posta Romana"- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას  „საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „Posta Romana"- ს ხელმძღვანელმა  ვალენტინ სტეფანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics