|
2022-04-18 18:07:54, 1410 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
დღეს დაიწყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში (WB/IMF Spring Meetings). ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და ინვესტორების დაინტერესების გასაზრდელად. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ანა ბიერდესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, კოენ დევიდსთან და მმართველ დირექტორთან, აქსელ ვან ტროტსენბურგთან, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან, გარდა ამისა, მოლაპარაკებები შედგება მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინაში, ათასწლეულის გამოწვევის ვიცე-პრეზიდენტთან და სხვა. მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე. შეხვედრების ფარგლებში, საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)