|
2022-04-18 16:01:49, 1026 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: „ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას“
„ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები იმ პროცესებიდან, რაც მსოფლიოში ხდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევების შედეგად, მარტის თვეში, მსოფლიოში, დაახლოებით, 13 %-ზე მეტით არის სურსათის ფასები გაზრდილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი ვერც ხორბლის და ფქვილის ფასთან მიმართებაში. „ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის, ხორბლის წარმოების ზრდას. სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია ხორბლის წარმოება, დაახლოებით 35-36%-ით, რაც მნიშვნელოვანია; მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მეტის საშუალება გვაქვს და ამისთვის კონკრეტულ მექანიზმებსაც შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და, მომავალი წლების განმავლობაში, მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ ჩვენ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)