|
2022-04-18 14:16:09, 1721 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ბლოკადირებული ქალაქი მარიუპოლიდან ყველა ექიმი გააძევეს
რუსმა ჯარებმა ბლოკადირებული ქალაქი მარიუპოლიდან მთელი სამედიცინო პერსონალის დეპორტაცია მოახდინეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახლა ქალაქი ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ვერც პროფესიონალურ რჩევასას ვეღარ მიიღებს. „ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალთან ერთად, დეპორტირებული იყო დონეცკში, ამიტომ ქალაქში აღარც ექიმები გვყვავს და აღარც საავადმყოფოები გაგვაჩნია, ფაქტობრივად, შეუძლებელია რჩევის მიღება, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარისხიან, თუნდაც უხარისხო სამედიცინო მომსახურებაზე. ," განაცხადა ანდრიუშჩენკომ. როგორც მარიუპოლის მერმა აღნიშნა, ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეების იძულებით გაყვანას რუსეთის მიმართულებით და ქალაქის პერიმეტრზე ფილტრაციის ბანაკების მოწყობას. ამასთან ერთად, რუსული ტერორის შედეგად უკვე 22 000-ზე მეტი მოქალაქეა დაიღუპული. თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ზრდას სამედიცინო დახმარების არ ქონის გამო, დასძინა ანდრიუშჩენკომ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)