|
2022-04-18 13:06:04, 2843 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ კრემენნაიაზე კონტროლი აიღეს
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ კრემენნაიაზე კონტროლი აიღეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აღარ არის შესაძლებელი. "დამპყრობლებმა აიღეს კონტროლი კრემენნაიაზე! ბრძოლები გრძელდება. ქალაქიდან ევაკუაცია აღარ არის შესაძლებელი. ხალხი გამოჰყავთ სევეროდონეცკიდან, ლისიჩანსკიდან, პოპასნაიადან, გორნიდან და რუბიჟნედან. იზრუნეთ თქვენს შვილებზე", - განაცხადა გაიდაიმ. ერთი დღით ადრე გაიდაიმ თქვა, რომ რუსი დამპყრობლები შევიდნენ ქალაქ კრემენნაიაში. მანამდე გაიდაიმ განაცხადა, რომ კრემენნაიას საარტილერიო დაბომბვა 17 აპრილს დღის განმავლობაში გაგრძელდა, ღამით გახშირდა და ძლიერი გახდა. ხანძარი შვიდ საცხოვრებელ კორპუსს, სამეურნეო შენობას გაუჩნდა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)