|
2022-04-18 12:51:50, 2205 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა
საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი მაჩვენებლები შედარებითი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მარტში ექსპორტისა და იმპორტის ზრდა მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მაინც ძლიერი იყო, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, მაშინ, როდესაც იმპორტზე, სავარაუდოდ შიდა მოთხოვნის შემცირებამ მოსალოდნელზე მეტად იმოქმედა. საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ტურიზმის აღდგენა, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, გაძლიერდა კიდეც. გზავნილების მხრივ, მარტში დაფიქსირებული მდგრადობის შემდეგ, აპრილში მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც კი ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. მთლიანობაში, მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების გაუმჯობესება იკვეთება, რაც 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარს წარმოადგენს. უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოსა და რეგიონის სხვა ეკონომიკების კუთხით სენტიმენტების გაუმჯობესება გრძელდება. კერძოდ, მაშინ როდესაც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის სუვერენული რისკ პრემია გაიზარდა, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ნორმალიზების ტენდენცია გრძელდება. როგორც ჩანს, ეს საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდთან შედარებით, ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის მხრივ უფრო ზომიერი შეფასებების შედეგია. თიბისის მთავარი ეკონომისტის 18 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)